ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა. შემთხვევა 1 ივნისს გამთენიისას მოხდა. ბრალდებულმა ხელბორკილების მოხსნა შეძლო, საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან ზეწრის გამოყენებით ჩავიდა და საავადმყოფოს ტერიტორია დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ apsadgil.info ავრცელებს
პატიმრის გაქცევის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს პასუხისმგებელი პირების შემოწმება.