03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ცემეს

სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ცემეს. შემთხვევა ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში გვიან ღამით მოხდა. მამუკა ხურცილავა ანგარიშსწორებას მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.

დაზარალებულის თქმით, მას ფიზიკურად სამი პირი გაუსწორდა, რომლებიც დაემუქრნენ, რომ თუ ისევ გააგრძელებდა აქტიურობას, პრობლემები მის ოჯახსაც შეექმნებოდა.

ადვოკატმა რომეო საჯაიამ აღნიშნა, რომ ხურცილავას სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხა სამი პიროვნება თავს.

მისივე თქმით, იმის მაგივრად რომ პოლიციას ოპერატიული რეაგირება მოეხდინა, დაკავებული იყო იმით, რომ ხურცილავას ტელევიზიით არ ესაუბრა.

ხურცილავა სამართალდამცველებმა გვიან ღამითვე დაკითხეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ცემის მუხლით აღიძრა.

 

 

დღის ამბები