03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
"ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის" თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ

"ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი" გაფიცვას აგრძელებს. უკვე მესამე დღეა გადადებულია ყველა ღონისძიება, დახურულია სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები, საცავები და ბიბლიოთეკა.

როგორც თანამშრომლები აცხადებენ, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამართლებრივად გააგრძელებენ ბრძოლას. ისინი ცენტრის ხელმძღვანელის არჩევის უფლებას და უკვე ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

მათ გუშინ განათლების სამინისტროში შეხვედრაც გამართეს, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

როგორც "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის" სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე შალვა გლოველი აცხადებს, შეხვედრაზე გახსნილად ისაუბრეს პრობლემებზე, თუმცა საკითხებზე შეთანხმება არ მომხდარა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები