03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
მზადება 26 მაისისთვის - ღონისძიებები რეგიონებსაც მოიცავს

დღეს იწყება მთავარი სცენის მონტაჟი პარლამენტთან სადაც, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება დაგეგმილია, როგორც თავისუფლების, ისე რესპუბლიკის მოედანზე, ასევე სხვადასხვა ქალაქში.

ყველა უწყება საკუთარი პროგრამით წარსდგება. რუსთაველის გამზირზე გამოიფინება სამხედრო ტექნიკაც. წელს უკვე მესამედ 26 მაისი სამხედრო აღლუმის გარეშე ჩაივლის. 26 მაისს წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტი ჩაიბარებს.

დღის მეორე ნახევარში კი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში მესამე ბრიგადას ეწვევა.

დღეს რეპეტიციას გამართავს თავდაცვის სამინისტრო და დედაქალაქის თავზე შვეულმფრენები და სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავები გადაიფრენენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები