03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამი თვის ანგარიშის განხილვა გაგრძელდება

სახელწმიფო ბიუჯეტის შესრულების სამი თვის ანგარიშის განხილვა გრძელდება პარლამენტში. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს რამდენიმე კომიტეტში მოუსმენენ.

ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კი თანამომხსენებელი იქნება ასევე რეგიონული განვითარების მინისტრი.

დღესვე, გარემოს დაცვის კომიტეტში მინისტრ გიგლა აგულაშვილს ელოდებიან, რომელიც ამ რანგში საკანონმდებლო ორგანოში პირველად მივა.

განიხილება უწყების გარემოსდაცვითი სტრატეგია და პოლიტიკა. ასევე იმსჯელებენ იმ ბრძანებულებაზე, რომელიც აგულაშვილის წინამორბედმა გამოსცა საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანის თაობაზე.

როგორც გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, ლაპარაკი იყო გენმოდიფიცირებული სოიოს მარცვლის შემოტანაზე, რომელიც ჯერ ისევ საწყობშია და უნდა გადამუშავდეს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის განმარტებით, არის ექსპერტთა და საზოგადოების ნაწილი, რომელიც თვლის, რომ კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს გარკვეული ცვლილებები გენმოდიფიცირებული სურსათის სფეროში არსებული ვითარების თაობაზე.

 

 

 

დღის ამბები