03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ქართული ეროვნული პროდუქტის დაჯილდოება შეერთებულ შტატებში

ქართული ეროვნული პროდუქტის დაჯილდოება შეერთებულ შტატებში.

ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის შეერთებული შტატების სააგენტო „ოპიკმა“ კომპანია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ გამოარჩია.

დაჯილდოების ცერემონია ვაშინგტონში, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა.
„ოპიკი“ მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ინვესტირებას.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე ესწრებოდა დაჯილდოების ცერემონიას, რომელმაც განაცხადა, რომ ”ოპიკი“ საქართველოსთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტოა, შეერთებული შტატების სხვა სააგენტოებთან ერთად.

„ჯი ემ თი ჯგუფი”-ს ხელძღვანელის გიორგი თავაძის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია აღიარებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი. მისივე თქმით, ამ მოვლენას დიდი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. 

 

დღის ამბები