03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
პარლამენტში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენენ

დიასპორის კომიტეტში დღეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენენ. დეპუტატებს უწყების ხელმძღვანელი დიასპორის დღესთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას.

ღონისძიებები 27 მაისს გაიმართება, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. გელა დუმბაძე კანონმდებლებთან შეხვედრაზე სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროექტებსა და სტუმრად მოწვეული ქართული დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობაზე, ასევე სამომავლო და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრებს.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, რომელსაც პრემიერი გახსნის.

დღის ამბები