03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
დაპირისპირება დეპუტატებსა და გარემოს დაცვის მინისტრს შორის - ხმაური კომიტეტის სხდომაზე

გიგლა აგულაშვილის პირველი ვიზიტი პარლამენტში მინისტრის რანგში ხმაურის ფონზე მიმდინაროებს. დაპირისპირება დეპუტატებსა და გარემოს დაცვის მინისტრს შორის კომიტეტის სხდომაზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეგულაციებს მოჰყვა.

გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანის ბრძანება აგულაშვილის წინამორბედმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გამოსცა.

დადგენილება ითვალისწინებდა საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანას.

კანონმდებლები და დღევანდელ კომიტეტზე მყოფი მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება პარლამენტის მიერ მიღებულ რეგულაციებს, რომლითაც გამკაცრდა ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა. 

თუმცა სამინისტროს პოზიციით, სიაში, რომელიც კანონის მიხედვით არის დადგენილი, ეს პროდუქტი შედის, ამიტომ მიღებული გადაწვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება.

„პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვიცავთ, ღრმად ვარ დარწმუნებული, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, გამომდინარეობს კანონის და კანონქვემდებარე აქტების სულისკვეთებიდან,“ – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ გიგლა აგულაშვილის მოადგილე თემურ მურღულია დაადანაშაულა იმაში, რომ მას აქვს პირადი ინტერესი ამ პროცესებში. კომიტეტის თავმჯდომარემ კი დღეს მიიღო  გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვა უკვე სპეციალური ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები