03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღის სამზადისში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო

დამოუკიდებლობის დღის სამზადისში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო.

იროკეზის ტიპის შვეულმფრენებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა საკოორდინაციო გადაფრენა განახორციელეს.

26 მაისს, 12 საათიდან, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მოეწყობა მხიარული სტარტები, ასევე ხელოვნური გათოვლიანების კუთხე, სადაც მოეწყობა საციგურაო მოედანი.

რუსთაველის გამზირზე და საქართველოს 12 სხვადასხვა ქალაქში მოეწყობა "დელტას" ტიპის სამხედრო ტექნიკის გამოფენა.

პარალელურად თბილისში პარლამენტის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. გალა კონცერტმა, სახელწოდებით "ჩემო ციცინათელა", პირველი რესპუბლიკის პერიოდი უნდა გააცოცხლოს.

ფიცის დადების ცერემონია, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტი დაესწრება, დღის მეორე ნახევარში კი გიორგი მარგველაშვილი გაემგზავრება ქუთაისში და მესამე ბრიგადის სამხედროებთან ერთად აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები