03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
კომპანია MN Georgia პრემიერმინისტრს ზეწოლაში ადანაშაულებს

პრემიერმინისტრს და მის ეკონომიკურ მრჩეველს კომპანია ”MN Georgia"-ს დამფუძნებელი ზეწოლაში ადანაშაულებს. ვახტანგ გოძიაშვილი ამბობს, რომ მისმა კომპანიამ საქმიანობა გასულ წელს სწორედ პრემიერის უშუალო დავალებით შეწყვიტა.

MN Georgia რეაგირებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესწრეებსა და დიპლომატიური კორპუსიის წარმომადგენლებს მიმართავს.

გოძიაშვილის განცხადებით, კომპანიის საქმიანობის შეწყვეტაში წვლილი გენინსპექციის ყოფილმა უფროსმა, ზვიად ჯანყარაშვილმაც შეიტანა.

კომპანია ითხოვს, დაისაჯონ ის პირები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა MN Georgia-ს საქმიანობის შეჩერებაში. 

კომპანიას უმრავლესობაში უპასუხეს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების წევრის, ზვიად ძიძიგურის თქმით, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა არსებული განცხადება სიმართლეს და რამდენად შეიცავს ის დანაშაულის ნიშნებს.

„ასეთი ტიპის დავები თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური ჩარევისგან. ასეთი დავების განსახილველად, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს სასამართლო. ჩვენც ვაშენებთ დემოკრატიას,“ - განმარტა ზვიად ძიძიგურმა.

დღის ამბები