03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
„ჩვენ აღლუმებს არ ვატარებთ, ჩვენ არავის კუნთებს არ ვუჩვენებთ,“ - ზვიად ძიძიგური

26 მაისს აღლუმის ჩატარების გაუქმებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების წევრი ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღლუმი არც 2016 წელს ჩატარდება.

„ჩვენ აღლუმებს არ ვატარებთ, ჩვენ არავის კუნთებს არ ვუჩვენებთ,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს შენაერთები ღებულობენ მონაწილეობას 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაში ხალხთან ერთად.

„26 მაისი უნდა იყოს სახალხო ზეიმი, ვინაიდან არის დამოუკიდებლობის დღე და არა რაღაც მილიტარისტული დემონსტრაცია,“ - განაცხადა ძიძიგურმა.

პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა რომ ეს ტურიზმის განვითარებას მიანც დაეხმარება.

ამავე თემაზე
დღის ამბები