03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
რუსთავში გაფიცული მუშები ხელფასის ზრდასთან ერთად, ახალ კონტრაქტს და ჰიგიენური ნორმების დაცვას ითხოვენ

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები უკვე მესამე დღეა არ მიმდინარეობს. 150 მუშა ჩინურ კომპანიას ხელფასის გაზრდას, ახალ კონტრაქტს და ჰიგიენური ნორმების დაცვას სთხოვს.

გაფიცულების განცხადებით, გააგრძელებენ პროტესტს, სანამ არ მიიღებენ სრულ პასუხს და სანამ არ მოხდება მათი უფლებების დაცვა.

გაფიცულების მდგომარეობით დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრები დაინტერესდნენ.
ნაციონალური მოძრაობა მათ ადვოკატს გამოუყოფს, რომელიც მუშებს ახალი კონტრაქტის შედგენაში დაეხმარება.

ირმა ნადირაშვილის თქმით, უმცირესობა გააგრძელებს გაფიცულებთან თანამშრომლობას, მანამ, სანამ მათ ამისი სურვილი ექნებათ.

გაფიცულებს გაესაუბრა სატრანსპორტო პროფკავშირების თავმჯდომარეც, მან გაფიცულების მთავარი მოთხოვნები ჩინური კომპანიის მენეჯერს გადასცა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები