03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება რუსთავი-თბილისის მაგსიტრალზე მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე დასაქმებული მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მუნიციპალური განვითარების ფონდმა.

განცხადების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ დასაქმებული მუშების ხელფასის მომატების საკითხი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გადაწყვიტოს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება გაფიცული მუშებისა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ დავა კერძო კომპანიასა და მათ მიერ დასაქმებულ ადამიანებს შორის მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს შრომის კოდექსი არეგულირებს.

ვიმედოვნებთ, სამშენებლო კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენი“ შეასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და ობიექტზე უმოკლეს ვადებში აღადგენს სამუშაო პროცესს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები