03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს, მათ შორის მეჩაიეობის განვითარების მიმართულებით. მხარეები ამ მიმართულებით ერთობლივი, მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავენ.

შეხვედრის შემდეგ, ოთარ დანელიამ და იუე ბინმა ხელი მოაწერეს აქტს სამელიორაციო ტექნიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გადმოცემის შესახებ.

“ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა ჩვენს მთავრობებს შორის. დღეს ხელი მოეწერა აქტს ტექნიკის გადაცემის შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ დიდი იმედებით ველოდებით, რომ ჩინეთშისაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი შედგება და სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაიგეგმება ის კონკრეტული პროექტები, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად განახორციელებს,“ - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინიმ.

 

 

 

 

 

დღის ამბები