03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ზუგდიდში წერეთლის ქუჩაზე მომწამვლელი ნივთიერების გატანას ითხოვენ

ზუგდიდში წერეთლის ქუჩის მაცხოვრებლები მომწამვლელი ნივთიერების გატანას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ღვინის მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მომწამვლელი ნივთიერებით სავსე ავზი ორი დღის წინ მიიტანეს. ავზი, სავარაუდოდ, ჯართში ჩასაბარებლად არის განკუთვნილი და ტერიტორიაზე ის ქლორისგან დასაცლელად დადგეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე გამხმარია მცენარეები. ადგილობრივების განცხადებით, მათ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ, აქვთ სუნთქვის უკმარისობა და რამდენჯერმე დასჭირდათ სასწრაფო დახმარების გამოძახება.

მერიის განმარტებით, ავზის გასატანად 12 ათასი ლარია გამოყოფილი და თბილისიდან ზუგდიდში მაშველების სპეციალური ჯგუფი ჩავა. შემთხვევის მოკვლევა დაიწყეს სამართალდამცველებმაც.

დღის ამბები