03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
მცხეთელები წყლის ტარიფის გაზრდას აპროტესტებენ

მცხეთელები წყლის 100 პროცენტით გაზრდილ გადასახადს აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაზრდილი ტარიფი მათთვის სოციალურ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს.

წყლის ტარიფი ათას 600-ზე მეტ მცხეთელს გაუძვირდა, რომელთაც წყლის მრიცხველები დაყენებული აქვთ. მათ 1 კუბურ მეტრ დახარჯულ წყალზე დღეიდან 20 თეთრის გადახდა მოუწევთ. 

წყლის გაზდილ გადასახადს ყველაზე მეტად ის მცხეთლები აპროტესტებენ, ვისაც საკარმიდამო ნაკვეთები აქვთ.

მცხეთაში წყლის ტარიფი "სემეკმა" ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის”  შვილობილი კომპანიის - შპს "მცხეთის წყლის" მოთხოვნის საფუძველზე გაზარდა. 

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, თაზო თხილიშვილი, ფატი მდორეული.

დღის ამბები