03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
უჩა ნანუაშვილი სოციალური დახმარების შესახებ მთავრობის დადგენილების გადახედვას ითხოვს

სახალხო დამცველი სოციალური დახმარების შესახებ მთავრობის დადგენილების გადახედვას ითხოვს. უჩა ნანუაშვილი დადგენილებაში არაკონსტიტუციურად იმ ნორმას მიიჩნევს, რომელიც სახელმწიფო ზურვის ქვეშ მყოფი ბავშვების რეინტეგრაციისა და მინდობით აღზრდის ფინანსურ სუფსიდიებს განსაზღვრავს. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საკითზე არსებითი განხილვა გუშინ გაიმართა. პროცესზე მხარეებმა საკუთარი არგუმენტები წარადგინეს.

ნანუაშვილის სარჩელში სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავენ ჯანდაცვის სამინისტროში. ისინი სარჩელის სამართლებრივ ხარვეზებზე აკეთებენ აქცენტებს.  

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში 438 მზრუნველობამოკლებული ბავშვი დაუბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახს, 1 ათას 212 კი მინდობით აღზრდის პროგრამის ქვეშა არის. სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება შემდეგი სხდომა.

ავტორი:მარიამ შანშიაშვილი

 

 

დღის ამბები