03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
ზაზა აბაშიძე ოფიციალურად დაამტკიცეს-ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახალი უფროსის მიღებას არ აპირებს

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდრბობაზე ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე პრემიერ-მინისრტრმა უკვე დაამტკიცა. პრემიერის თანხმობის შემდეგ, ახალი დირექტორის დანიშვნას ხვალვე გეგმავს განათლების მინისტრი.

პოზიციების დათმობას არ აპირებენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები. ისინი დირექტორის ასარჩევად ჩატარებული კონკურსის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და კანდიდატების გასაუბრების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვენ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განთლების სამინისტროს მიერ შერჩეულ კომისიას უნდობლობას უცხადებენ და ახალი ობიექტური არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. პარალელუარად, ისინი აქციებსაც აგრძელებენ.

ავტორი:სოფო ვარდიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები