03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
რუსთავი-თბილისის მშენებარე მაგისტრალზე სამუშაოები მესამე დღეა შეჩერებულია

უკვე მესამე დღეა რუსთავი-თბილისის მშენებარე მაგისტრალზე სამუშაოები შეჩერებულია. მშენებლობაზე დასაქმებული 150–მდე ადამიანი სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს. მათი პროტესტი დაბალი ხელფასით, მოუწესრიგებელი საკონტრაქტო სისტემით და ელემენტარული პირობების არქონითაა გამოწვეული.

გზის მშენებლობას კომპანია „სინოჰიდრო“ აწარმოებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მუშების ხელფასის, ყოველდღიურად 21 ლარიდან 30 ლარამდე გაზრდას ვერ შეძლებენ, თუმცა სხვა მოთხოვნების გადახედვაზე მათ თანხმობა განაცხადეს.

რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მშენებლობა გასული წლის აპრილში დაიწყო. 12 კილომეტრიანი გზა ოქტომბერში უნდა დასრულდეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ გაფიცვა პროექტის დროულად დასრულებას ხელს ვერ შეუშლის.

ავტორები: თამთა დოლენჯაშვილი, დავით ხურციძე, ეკა ბუცხრიკიძე.

დღის ამბები