03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
რუსთავი2-ის შენობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზირებული

რუსთავი2-ის შენობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზირებული.  

 შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი რუსთავი2-თან ამბობს, რომ სტუდიაში ჩხუბი რომ დაიწყო, პოლიცია პრევენციის მიზნით მივიდა შენობასთან, რათა სტუდიაში მყოფებმა გარეთ გამოსვლის შემდეგ ქუჩაში არ გააგრძელონ დაპირისპირება.  

შეგახსენებთ, რომ დღეს ტოქშოუ "არჩევანის" დროს სტუდიაში მყოფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის გამოც გადაცემა ცოტა ხნით შეწყდა.

დაპირისპირების ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ.    

 

 

დღის ამბები