03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
ნოდარ ხადური ბიუჯეტის კორექტირების დაწყების თარიღს ასახელებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ნოდარ ხადურის, გიორგი ქადაგიძისა და თამაზ მეჭიაურის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრმა განაცხადა მომავალ კვირაში მაკროეკონომიკური პარამეტრების კორექტირების შემდეგ დღის წესრიგში დადგება ბიუჯეტის კორექტირების საკითხიც.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლარი გამყარებას იწყებს და ეს პროცესი დადებითად შეაფასა. 

"შეხვედრაზე განხილული იყო პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარდა და საუბარი იყო იმ ტენდენციებზე რაც ბოლო პერიოდში შეიჩნევა. კომიტეტში ორშაბათს იქნება მოსმენა. წარდგენილია ეროვნული ბანკის ანგარიში ასევე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრუების ანგარიში,"-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ბიუჯეტის ხარჯვას ზეგავლენა არ მოუხდენია ლარის გაუფასურებაზე და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ლარის კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს. 

ლარის გამყარებაზე ისაუბრა შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ლარის გამყარების ტენდენცია შეინიშნება. 

დღის ამბები