03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია რიგაში აქცია-პერფორმანსს გამართავს

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია რიგაში აქცია-პერფორმანსს გამართავს.
კოალიციამ, რომელშიც საქართველოს, უკრაინისა და მოდლოვას 150-მდე ორგანიზაციაა გაწევრიანებული - ერთობლივი პეტიცია შეიმუშავა.

ის დღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანს გადაეცემა.

მასში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა რამდენიმე წლის წინ გააკეთეს საკუთარი არჩევანი, ჩატარდა რეფორმები, საფრთხეების მიუხედავად, ამ სახელმწიფოებს აღებული კურსისთვის არ უღალატიათ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებს უფრო მკაფიო სიგნალები უნდა გაუგზავნონ.

დღის ამბები