03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
რატომ დაიწყო ჩხუბი გადაცემა "არჩევანში"?

განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების მქონე საზოგადოების წევრები ერთმანეთს გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ოპონენტებს "სუსის აგენტებს" და "ნარკომანებს", ხოლო კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მათ "მოძალადეებს" და "კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს" ეძახდნენ.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტუდიაში მხარეებმა უცენზურო სიტყვებით მიმართვა დაიწყეს. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სტუდიაში დაცვა გამოიძახეს.

დაპირისპირება კი რომეო საჯაიას განცხადებას მოჰყვა. ადვოკატის განცხადებით, გასვიანის მამა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, მაგრამ ის ნარკოტიკების მოხმარების გამო ჯერ დააკავეს, შემდეგ კი პარტიიდანაც გარიცხეს.

„მამა-შვილი გასვიანები კრიმინალები და ნარკომანები არიან. მათ ერთხელ ასეთი კაიფის დროს ოჯახის წევრი მოუკვდათ. თუ არ გჯერათ, წავიდეთ და შევამოწმოთ, რომ თარხან გასვიანი ნარკომანია,“ - განაცხადა გადაცემაში რომეო საჯაიამ.

თარხან გასვიანი კი, რომელიც სტუდიაში იმყოფება და მანამდე "ნაციონალურ მოძრაობას" განადგურებით ემუქრებოდა, რომეო საჯაიას დაემუქრა.

„ახლა არ ვიყოთ აქ, გეტყოდი სათქმელს. გამოხვალ და ფეხებით დაგგკიდებ შე..." - ასე მიმართა თარხან გასვიანმა ადვოკატ რომეო საჯაიას.

სტუდიაში მომხდარი დაპირისპირების ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ აქ.   

 

ამავე თემაზე
დღის ამბები