03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
ბინ ლადენის პირადი მიმოწერები საჯარო გახდა

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურმა ბინ ლადენის პირად დოკუმენტაციას გრიფი საიდუმლო მოხსნა და გამოაქვეყნა.

საუბარია ნომერ პირველი ტერორისტის პირად მიმოწერაზე, წიგნებსა და ვიდეო ჩანაწერებზე, რომლებიც სპეცრაზმელებმა პაკისტანში მის საცხოვრებელ სახლში ოპერაციის შემდეგ აღმოაჩინეს.

ამ დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ბინ ლადენი გამუდმებით ადევნებდა თვალს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და კითხულობდა ინგლისურენოვან პოლიტიკურ წიგნებს.

ნომერ პირველი ტერორისტი 2012 წლის 2 მაისს ქალაქ აბოტაბადში ამერიკელებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

დღის ამბები