18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ვისგან და რა გზით ქირაობდა ვასამბეგ ბოკოვი ბინას - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

ახალი დეტალები ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეში - "კურიერმა" დღეს ექსკლუზიურად გაარკვია ახალი ინფორმაცია, როგორ და რატომ მალავდა დაკავებული მამაკაცი საკუთარ ვინაობას.

ის შეცვლილი სახელით და გვარით გაეცნო უძრავი ქონების გაქირავების სააგენტოში პირს, რომლისგანაც მოგვიანებით ბინა იქირავა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მან უარი თქვა საბუთების და პასპორტის წარდგენაზე. გაქირავების სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, პირი მას სოციალური ქსელ "ვაიბერის" მეშვეობით დაუკავშირდა და სხვა ქვეყნის სატელეფონო ნომრით სარგებლობდა. 

ბინა, სადაც დაკავებული ცხოვრობდა დალუქულია. სავარაუდოდ, ბინაში არსებული ნივთები მის წინააღმდეგ არსებულ საქმეს ნივთმტკიცებად დაერთვება. 

შეგახსენებთ, 12 აპრილს ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად "აჰმედის" სახელით ცნობილი პირი დააკავეს. დღეს გაირკვა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვია, რომელსაც ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადება-შენახვა-გამოყენების მუხლით წაუყენეს.

დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

იქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვასამბეგ ბოკოვი პანკისის ხეობაში ორი დაპირისპირებული გვარის, ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შერიგების პროცესში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა

რამდენიმე დღის წინა საქმესთან დაკავშირებით პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის, ხასო ხანგოშვილის სახლიც გაჩხრიკეს

დღის ამბები