03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
მირზა შაფის ქუჩაზე მშენებლობას კომპანია „დე მარკი“ განახორციელებს

რამდენიმე წუთის წინ მერიაში მირზა შაფის პროექტის გამარჯვებული გამოავლინეს. მერიაში კომპანია დემარკის კონცეფცია საუკეთესოდ მიიჩნიეს.

განცხადება დღეს ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული შენობა, რომელსაც კომპანია დე მარკი ააშენებს, არ იქნება დომინანტი ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე.

ცნობილია ისიც, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი მშენებლობის პროექტის ცვლილება დამატებით კიდევ მოხდება, გადამუშავებულ პროექტს არქიტექტურის სამსახური განიხილავს, შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება.

„ამ პროექტის პლიუსი არის ის, რომ სივრცეები და ფერები აქვთ სწორად გათვლილი. ეს პროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ ეს არ იქნება დომინანტი ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე,“- აცხადებს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე. 

 

ავტორი: ანა წერეთელი

დღის ამბები