03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
რუსთავი-თბილისის გზა - კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

გაფიცვის მეოთხე დღე, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები დღეს კვლავ არ განახლებულა. ამ წუთებში კომპანიასა და დასაქმებულთა ადვოკატს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით დასაქმებულთა გარკვეული მოთხოვნები დაკმაყოფილდა თუმცა მხარეები ხელფასების საკითხზე ვერ ახერხებენ შეთანხმებას. 

კომპანია "სინჰიდროს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ აღნიშნულ საკითხზე პასუხის გაცემისათვის 1 თვიანი ვადა სჭირდებათ.

მუშების ყოველდღიური ანაზღაურება ამჟამად 21 ლარია, რაც მათი თქმით, ლარის გაუფასურების შემდეგ არაფერში ყოფნით. გააგრძელებენ თუ არა მუშები გაფიცვას ეს დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

თბილისი-რუსთავის გზის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია "სინჰიდრო" ასრულებს.

მაგისტრალის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები