03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
ონიანი - "ზონდერი", ინაშვილი - "გიჟი", - მორიგი დაპირისპირება „არჩევანში“

ტოქშოუ "არჩევანის" პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ადვოკატი გოგა ონიანი და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირმა ინაშვილმა ადვოკატ გოგა ონიანს "ერთუჯრედიანი ზონდერი" უწოდა.

ინაშვილის განცხადებით, "გოგა ონიანი წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიციის თანამშრომელი იყო და ის აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ სცემდა".

ბრალდებას პირდაპირ ეთერში უპასუხა ონიანმა და ინაშვილს "გიჟი" და "რიჟიკა" უწოდა.

ამჯერად გადაცემა არ შეწყვეტილა, რადგან სტუმრები გადაცემაში სხვადასხვა სტუდიიდან ერთვებოდნენ.

სტუდიაში მომხდარი ჩხუბი, რომლის გამოც გადაცემა რამდენიმე წუთით შეწყდა, შეგიძლიათ ნახოთ აქ.    

დღის ამბები