03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტზე ინტერპოლის პასუხს ამ დრომდე ელოდება

პროკურატურა ამ დრომდე ელოდება ინტერპოლის პასუხს. მიხელ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის დაწყების სურვილი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. განცხადება მთავარი პროკურორის მოდგილემ გიორგი გოგაძემ პარლამენტში გააკეთა.

"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. იცით ზოგიერთი ქვეყნის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ამ საკითხზე მუშაობას არც ერთი დღით, არც ერთი წუთით არ შევწყვეტთ," - განაცხადა გიორგი გოგაძემ. 

დღის ამბები