გიორგი რურუას სასამართლო სხდომა დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროცესზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების გამოკითხვა იგეგმება. ადვოკატი ამ ეტაპზე რაიმე შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. უფლებადამცველი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოა და რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი აქვს.
"გაგრძელდება გიორგი რურუას პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა, კერძოდ ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკოსების დაკითხვას, რომლებიც იმ ანტისაოკუპაციო აქციებში მონაწილეობდნენ. ეს საქმე დასრულდება ადრე თუ გვიან გიორგი რურუას გამართლებით. ვინაიდან მას უბრალოდ ეს დანაშაული ჩადენილი არ აქვს და ამ დანაშაულს მას ხელისუფლება აბრალებს, სწორედ ამიტომ ის გახლავთ პოლიტიკური პატიმარი," - აცხადებს გიორგი რურუას ადვოკატი შალვა შავგულიძე