03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პრემიერის დაქვემდებარებაში გადასვლას ითხოვს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებენ. ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ თამარ სანიკიძე ცრუობს როდესაც ის ამბობს, რომ აუდიტის სამსახურმა ცენტრის საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა და შესაძლოა საქმით პროკურატურა დაინტერესდეს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ აუდიტის სამსახურს მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოუვლენია ცენტრის საქმიანობაში.

თანამშრომლები ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ, ცენტრი პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები