03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
"დღემდე უცნობია 2013-14 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები," - უჩა ნანუაშვილი

ომბუდსმენის 2014 წლის ანგარიშის მოხსენება ეკა ბესელიას კომიტეტში ამ დრომდე მიმდინარეობს. რატომ არ არის გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები დღემდე ცნობილი, შერჩევითი სამართალი, მოწმეთა დაკითხვის დროებითი წესის ძალაში დატოვება - მოხსენებაში აქცენტი ამ და სხვა პრობლემურ თემებზეა გამახვილებული.

900 გვერდიან მოხსენებაში აქცენტი სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად აუცილებელ ღონისძიებებზეც კეთდება. ანგარიშში ნახსენებია ე.წ. „კაბელების” საქმეც.

"დღემდე უცნობია 2013-14 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის, თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებისთვის თავისუფლების სავარაუდოდ უკანონოდ აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდოდ უკანონო გაყვანის და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე," - განაცახდა პარლამენტში გამოსვლისას უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის განმარტებით, ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტზე საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა დროული და ეფექტიანი გამოძიების შესახებ, თუმცა, მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა, დამნაშავე პირთა იდენტიფიცირება, პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 

დღის ამბები