03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
სახალხო დამცველის ანგარიშს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ისმენენ

პარლამენტში სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის მოსმენას ძალოვანი უწყებების მინისტრების მოადგილეები ესწრებიან.

ომბუდსმენს შენიშვნები აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების ფაქტებსა და გარემოებებზე.

ასევე, ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის განმავლობაში, სამართალდამცველთა მხრიდან დაკავების დროს ადგილი ჰქონდა გარკვეულ გადაცდომებს.   

შსს-ს მინისტრის მოადგილე კომენტარს აკეთებს ომბუდსმენის რეკომენდაციებზე და უწყებაში გატარებულ რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ განვაახლეთ და გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, შევცვალეთ წინასწარი დაკავების იზოლატორების სტანდარტები, გავაუმჯობესეთ ინფრასტრუქტურა. ასევე, გავაძლიერეთ კონტროლის მექანიზმები სამინისტროში, რისი თვალსაჩინო მაგალითიც არის გენერალური ინსპექციის მუშაობა  გასულ წელს,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.  

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის განმარტებით,  „ციხეების სისტემაში სიმშვიდეს და სტაბილურობას ჭირდება ორი ძირითადი საფუძველი - კარგად რეგულირებული და მყარი საკანონმდებლო ბაზა, მეორე - ციხეთა სისტემის ინფრასტრუქტურა. როგორ შეიძლება 16 დაწესებულება, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო მიშვებული, 2-3 წელიწადში ევროპულ სტანდარტებამდე მივიდეს,“ - განმარტავს კახა კახიშვილი. 

დღის ამბები