03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
„ვერ დავეთანხმები ბატონ უჩას, რომ რაიმე არასწორად მიმდინარეობს კაბელების საქმეზე," - გიორგი გოგაძე

სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გაჭიანურებულ და გამოუძიებელ საქმეებზე, მათ შორის ანგარიშში ნახსენებია ე.წ. კაბელების საქმეც.

მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, ძირითად ნაწილში რეკომენდაციებს ითვალისწინებენ. თუმცა, არის მომენტები, როდესაც უსაფუძვლობის გამო რეკომენდაციების გათვალისწინება არ ხდება.

განმარტებას გიორგი გოგაძე ე.წ. კაბელების საქმეზეც აკეთებს.

„ვერანაირ ვერ დავეთანხმები ბატონ უჩას, რომ რაიმე არასწორად მიმდინარეობს კაბელების საქმეზე. სასამართლო პროცესები უკვე დაწყებულია. პროკურატურის მხრიდან ნებისმიერ არასწორ ქმედებაზე სასამართლო მოახდენს რეაგირებას,“ - აცხადებს  მთავარი პროკურორის მოადგილე. 

დღის ამბები