03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ნიუ-ჯერსიში დაღუპულ სოსო მაკარიძეს დიპლომების გადაცემაზე ობამამ პატივი ფეხზე ადგომით მიაგო

ნიუ-ჯერსიში დაღუპული სოსო მაკარიძის დიპლომი დღეს საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძეს გადასცეს.

დიპლომის გადაცემის დროს გარდაცვლილ კურსანტს პრეზიდენტმა ობამამ, ამერიკის ადმინისტრაციის, სანაპირო აკადემიის ხელმძღვანელობასთან და კადეტებთან ერთად პატივი ფეხზე ადგომით მიაგო.

გამოსაშვებ საღამოზე დღეს ქართული დროშაც ფრიალებდა იმის ნიშნად, რომ ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემია ქართველმა სამხედროებმაც დაამთავრეს. 

ავტორი:დავით ნიკურაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები