03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
მირზა შაფის ქუჩის ახალი პროექტი-მერიას საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებენ

მირზა შაფის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის გამოვლენას არასამთავრობოების მხრიდან ფართომასშტაბიანი აქციის გამართვის დაგაწყვეტილება მოჰყვა. მათი თქმით, მერიამ ყველა ის ადამიანი მოატყუა, ვინც წლების განმავლობაში მირზა შაფის ძველი თბილისისთვის შეუსაბამო მშენებლობის დაწყებას ეწინააღმდეგებოდა.

პროექტი, რამაც არასამთავრობოების პროტესტი გამოიწვია, არქიტექტურის სამსახურში გამარჯვებულად დღეს გამოაცხადეს. მირზა შაფის რეაბილიტაციის საკითხზე შექმნილი ჟიურის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ძველ თბილისში სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი კომპანია ”დემარკის“ ნამუშევრის მიხედვით აშენდება.

გადაწყვეტილება, რომელსაც არქიტექტორების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, მირზა შაფის ქუჩაზე გააპროტესტეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. პროექტს ძველი თბილისის იერსახესთან შეუსაბამოდ აფასებენ საკრებულოშიც.

ავტორი:ანა წერეთელი

დღის ამბები