03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
კულინიარია, წიგნი და მუსიკა-სამი დღის განმავლობაში „ივენთ ჰოლი“ ლიტერატურულ სიახლეებს დაეთმობა

ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამოკრეფილი რეცეპტების მიხედვით კაფე „ამო რამე“ რეალური კერძების მომზადებას წიგნის და მუსიკის პირველ ფესტივალზე ხვალიდან იწყებს.

კულინარიის გარდა, მუსიკა წიგნის ფესტივალის პროგრამაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
წიგნის და მუსიკის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში 9 კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა მიეცემათ.

ბენდები ცოცხალი შესრულებით სპეციალურად შერჩეული რეპერტუარით „ივენთ ჰოლში“ დაუკრავენ.

სამი დღის განმავლობაში ფესტივალი ახალი წიგნის პრეზენტაციებს, ავტორებთან შეხვედრებს და საჯარო ლექციებსაც უმასპინძლებს.

გამომცემლობები მკითხველთან შესახვედრად ემზადებიან, ხვალიდან სამი დღის განმავლობაში „ივენთ ჰოლი“ კულინარიას, მუსიკას და ლიტერატურულ სიახლეებს დაეთმობა.

ავტორები: სალომე ბენაშვილი, ირაკლი შეწირული. 

 

 

დღის ამბები