03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
უჩა ნანუაშვილის დასკვნა - სახალხო დამცველი გახმაურებულ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

გახმაურებული საქმეებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომლის შესრულებასაც ძალოვანი უწყებებიდან სახალხო დამცველი ითხოვს.

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2013 წელს თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდოდ უკანონო აღკვეთისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე გამოძიების შედეგები ცნობილი არ არის.

უჩა ნანუაშვილი შერჩევითი სამართლის შესაძლო ფაქტებზეც საუბრობს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, პროკურატურა გამოძიებას ამ დრომდე არ აწარმოებს ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები მათ თანაგუნდელებთან დაკავშირებით, პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი დადასტურებაა.  

სახალხო დამცველს კითხვები პროკურატურასთან სხვა საქმეებზეც აქვს და საგამოძიებო უწყების საქმიანობის პოლიტიკურ მოტივებზე მიანიშნებს. ანგგარიშში ე.წ. კაბელების საქმეც მოხვდა. 

სახალხო დამცველის ანგარიში 900 გვერდიანია. 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები