03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ქართულ-ამერიკული წვრთნები გრძელდება

საქართველოში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები გრძელდება.
საცეცხლე სწავლება დღეს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა.

სპეციალურად ამ სწავლებისთვის ამერიკულმა მხარემ საქართველოში 14 ჯავშანტრანსპორტირი “ბრედლი” ჩამოიყვანა. 

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ქართულ-ამერიკული წვრთნები “ღირსეული პარტნიორი“, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩასართავად ქართველი სამხედრობის მომზადებას ისახავს მიზნად.

ერთობლივი სამხედრო სწავლება 25 მაისს დასრულდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები