03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება განათლების სამინისტროში-მინისტრი სასკოლო ასაკზე პოზიციებს არ თმობს

განათლების სამინისტროში ხმაური აქციის მონაწილეების გამოჩენას მოჰყვა, ნაციონალური მოძრაობის წევრსა და მინისტრის მოადგილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ აქციაზე შეკრებილი მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მინისტრს შეხვდნენ. თამარ სანიკიძესთან დახულ კარს მიღმა საუბარი ნახევარ საათს გაგრძელდა. მშობლების თქმით მინისტრმა შეხვედრა მალევე დატოვა და მათ მოთხოვნაზე უარი უთხრა. აქციის მონაწილეები სკოლებში იმ ბავშვების დაშვებას ითხოვდნენ, რომელთაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ.

მშობლების არგუმენტებს განათლების სამინისტროში არ იზიარებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ პრეტენზიები თარიღის გადაწევის შემთხვევაშიც გაჩნდება.

შარშან მიღებული კანონის გამო ის ბავშვები ვისაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ შეუსრულდებათ სკოლაში ვერ შევლენ, ასეთი კი საქართველოში სულ 20 ათასი ბავშვია.

ავტორი:თეონა ცხომელიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები