03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
რამდენიმე დღეში კანში კინოფესტივალის გამარჯვებულებს დაასახელებენ

რამდენიმე დღეში კანში კინოფესტივალის გამარჯვებულებს დაასახელებენ. რიგით 68–ე დაჯილდოების ცერემონიაზე ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად 19 ნამუშევარი იბრძვის.

კრიტიკოსებმა ფილმების ძირითადი ნაწილი უკვე შეაფასეს და კონკურსში მონაწილე ხელოვანები ახლა ჟიურის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

კანის რიგით 68-ე კინოფესტივალზე საკონკურსო ფილმების უმრავლესობის პრემიერა უკვე შედგა.

ამ დროისათვის საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა უნგრელი რეჟისორის ვლაზლო ნემესის ფილმმა. ასევე კარგად შეფასდა კეიტ ბლანშეტის მიერ შესრულებული როლი ფილმში „კეროლი.“

ქართული კინო კანის ფესტივალის არცერთ პროგრამაში არ არის წელს წარმოდგენილი.

ფესტივალის ფარგლებში არის სექცია „შორთ ქორნერ,“ სადაც ორი ქართველი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმია დარეგისტრირებული.

ფრანგულ რივიერაზე ტრადიციულად გახსნილია ქართული პავილიონი. კინოცენტრი მასპინძლობს დაინტერესებულ პროდიუსერებს და ყოველდღიურად იმართება შეხვედრები და მოლაპარაკებები ახალ პროექტებზე.

წლევანდელი ფესტივალის საუკეთესო ნამუშევარსს ძმები კოენები და ჟიურის სხვა წევრები კვირას გამოავლენენ.

ავტორი:გვანცა სუთიძე

 

 

დღის ამბები