03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული - ავტოავარია გომბორის უღელტეხილზე

გომბორის უხელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სოფელ უჯარმასთან ერთმანეთს „ოპელისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახა. "ოპელში" მსხდომი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

დღის ამბები