03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
სახალხო დამცველის 900 გვერდიანი ანგარიშის განხილვა დღეს გაგრძელდება

სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის განხილვა დღესაც გაგრძელდება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. სხდომას სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

განიხილება, შესრულდა თუ არა სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ომბუცმენის ანგარიში 900 გვერდიანია. მისი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია გახმაურებულ საქმეებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნაა. ასევე, დოკუმენტში ე.წ. კაბელების საქმეც მოხვდა.

ობუდსმენის მოხსნებაში ასევე საუბარია სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტების, გენედერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზეც.

ამავე თემაზე
დღის ამბები