03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
მცხეთაში წყლის ტარიფის გაზრდის გამო დავამ შესაძლოა, სასამართლოში გადაინაცვლოს

მცხეთაში წყლის ტარიფის გაძვირების გამო დავამ შესაძლოა, სასამართლოში გადაინაცვლოს. ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, „მცხეთის წყალმა“ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და კომპანიას არ ჰქონდა გაძვირების უფლება.

ტარიფი იყო ერთერთი საკითხი, რომელზეც გვიანობამდე მსჯელობდნენ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში.

მას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და "სემეკის" თავმჯდომარე, რომელიც 2014 წლის ანგარიშით წარდგა.

სხდომაზე იმყოფებოდნენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებიც. მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები