03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ბათუმში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან - რა სიახლე ელით დამსვენებლებს

ბათუმში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ წელს ბათუმში დამსვენებლებს ბევრი სურპრიზი ელოდებათ. 

მთავარი სიახლე ახალი რკინიგზის სადგური "ბათუმი ცენტრალია", რომლიც მუშაობას მაისის ბოლოს დაიწყებს. თუ აქამდე მატარებლით თბილისიდან მახინჯაურამდე მგზავრობდით, ახლა მატარებლით პირდაპირ ბათუმში ჩახვალთ. 

გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცახდებენ, რომ ბათუმში დამსვენებლებს რამდენიმე ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. 

ტურისზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, გაიზრდება ჩარტერული ფრენები ევროპის ქვეყნებიდან. 

დღის ამბები