03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
„საქართველო და უკრაინა ევროპაში უვიზო მიმოსვლას იმსახურებენ,“ - აქცია რიგაში

„საქართველო და უკრაინა ევროპაში უვიზო მიმოსვლას იმსახურებენ“, - ამ წუთებში ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რიგაში. ქართველი და უკრაინელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია რიგის სამიტზე დაფიქსირდეს, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად მიიღებენ, უვიზო მიმოსვლას ევროპასთან.  

„პრეზიდენტი პოროშენკო მოვიდა ჩვენთან და მადლობა გადაგვიხადა მხარდაჭერისთვის საქართველო და უკრაინა იმსახურებს უვიზო მიმოსვლას,“ - აცხადებს აქციის უკრაინელი მონაწილე.

„ჩვენ გვინდა გაიგონონ ჩვენი ხმა, ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპის ნაწილი. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ მათგან ესეთი დაპირება. ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი არ შეიძლება ასე გაჭიანურდეს", - აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები