03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
თბილისში შექმნილ საცობებს აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციები

თბილისში შექმნილ საცობებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ”სამართლიანი თაობისა“ და ”აპრიორის” წევრებმა მოქალაქეებს სპეცილური ბუკლეტების მეშვეობით, შემოვლითი რკინიგზის პროექტის დეტალები და მნიშვნელობა გააცნეს.

ორგანიზაციის წევრები განმარტავდნენ, რომ ქალაქის ცენტრალური რკინიგზის გადატანის შემთხვევაში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები, ცოტნე დადიანის და აღმაშენებლის გამზირები, ასევე ჩიტაიას, წინამძღვრიშვილის და ერისთავის ქუჩები განიტვირთება.

მათი თქმით, პროექტის 80 პროცენტი უკვე შესრულებულია. იმ შემთხვევაში თუ მთავრობა გადაწყვეტილებას შეცვლის, კახეთისა და მცხეთის მიმართულებითაც მოძრაობა განიტვირთება.

დღის ამბები