03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ლეგენდარული კალათბურთელი ლევან მოსეშვილი 75 წლისაა

ლეგენდარულ კალათბურთელსა და მწვრთნელს ლევან მოსეშვილს 75 წელი შეუსრულდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მოსეშვილს შეხვედრა მოუწყვეს და მას ოლიმპიური კომიტეტის საპატიო მედალი და საქართველოს ოლიმპიური მოძრაობის ხუთტომეული გადასცეს.

კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ ვეტერან კალათბურთელს საქართველოს ნაკრების მაისური გადასცა.

მოსეშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა, 1961 წელს დინამოს უდიდეს წარმატებაში, ევროპალიგის გამარჯვებაში. დინამომ ფინალში მადრიდის "რეალი" დაამარცხა.              

დღის ამბები