03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ზაზა აბაშიძის წარდგენაზე თანამშრომლების ნაწილმა შეხვედრა დატოვა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა ახალი დირექტორის წარდგენის დროს შეხვედრა დატოვა - დღეს ზაზა აბაშიძე ცენტრში განათლების მინისტრთან ერთად მივიდა.

შეხვედრაზე საუბარი სამუშაო გეგმებს შეეხო, თუმცა თანამშროლების ნაწილმა შეხვედრაზე დასწრებაზე უარი თქვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებდნენ, რომ ისინი კომისიის მუშაობას უნდობლობას უცხადებენ და გასაუბრების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას მოითხოვენ.

ხელნაწერთა ეროვნული ცნეტრის დირექოტორის განცხადებით, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო.

„ისინი თუ ვერ შეძლებენ ჩემთან მუშაობას და კატეგორიულად იტყვიან, რომ შენთან არ ვითანამშრომლებთ, წავლენ ალბათ,“ - განაცხადა ზაზა აბაშიძემ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის შეფასებთ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელბა კარგად იცოდნენ ის პროცედურები, რომლებიც უნდა განახორციელონ იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებიან კომისიის დასკვნას.

„ნებისმიერი მსგავსი ფაქტი, იქნება პროვოკაცია და გაგრძლება იმ არაჯანსაღი პროცესებისა, რომელსაც აქამდე ჰქონდა ადგილი,“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაამრთული შეხვედრა დღეს მედიისთვის დახურული იყო.
ზაზა აბაშიძე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მუშაობის დაწყებას ორშაბათიდან გეგმავს.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები