03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ოლიმპიური მონეტები მალე საქართველოში იქნება

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გამოშვება. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა.

მონეტის მოჭრის პროცესს ვარშავაში დაესწრნენ „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი.

ალექსი ახვლედიანის თქმით, ოლიმპიური მონეტები, რომელთა დიზაინი ძალიან შთამბჭდავია, უახლოეს დღეებში საქართველოში იქნება.

15.50 გრამიანი მონეტა დამზადებული იქნება 925 ვერცხლის სინჯით. 

მონეტების დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პიქტოგრამები.

 

 

 

 

 
დღის ამბები